LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის მიერ უკრაინელი სამხედროების მომზადებას პოლონელი გენერალი უხელმძღვანელებს

37
BeFunky-collage (6)

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად ევროკავშირის სპეციალურ მისიას პოლონელი გენერალი პიოტრ ტრიტეკი უხელმძღვანელებს.

მარიუშ ბლაშჩაკის შეფასებით, მისიის ხელმძღვანელად პოლონელი გენერლის დანიშვნა უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად არის საერთაშორისო არენაზე პოლონეთის პოზიციების აღიარება.

51 წლის პიოტრ ტრიტეკი ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა.

 

 

უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად სპეციალური მისიის შექმნის ინიციატივა, ევროკავშირის მხრიდან პირველად აგვისტოში გაჟღერდა, ხოლო უკვე ოქტომბერში პროგრამა საბოლოოდ დამტკიცდა და ის 15 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადებას ითვალისწინებს.

სწავლება პოლონეთსა და გერმანიაში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g