LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მსჯელობს – EUobserver

127
1

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნების გარკვეული ნაწილის მხრიდან, სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო ბოროტად სარგებლობამ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა აიძულა, აღნიშნულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხი განიხილოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვეყნებს შორის არის დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები, ასევე მოლდოვა, საქართველო და უკრაინა.

გავრცელებული ინფორმაციით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე დისკუსიებს ამ ქვეყნებიდან არალეგალური ბინადრობა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები იწვევს.

შიდა ანგარიშის მიხედვით, რომელიც 27 სექტემბრით არის დათარიღებული, განაწყენებულ ქვეყნებს შორის დასახელებულია გერმანია, საფრანგეთი და იტალია.

დოკუმენტში წერია, რომ ეს ქვეყნები ბოლო დროს სულ უფრო მეტად არიან იმედგაცრუებულები უვიზო რეჟიმით ბოროტად სარგებლობის მზარდი ტენდენციის გამო.

“უვიზო მიმოსვლა ევროკომისიამ განიხილა როგორც მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ურთიერთობების მხრივ, მაგრამ ყველა არ არის ბედნიერი, რადგან ეგრეთწოდებული “ვიზის შეჩერების მექანიზმის” საფრთხე ახლა აქტიურად განიხილება. დოკუმენტში გერმანია ასახელებს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას. პრობლემური ქვეყნების ათეულში ასევე ხვდება ალბანეთი და სერბეთი.” – წერს EUobserver.

აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის ტერიტორიაზე ალბანეთის, მოლდოვის, უკრაინისა და სერბეთის მოქალაქეთა არასანქცირებულ ყოფნასთან დაკავშირებული დარღვევების სწრაფ მატებაზე.

მასში აღნიშნულია, რომ კოვიდპანდემიის წინა, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირში თავშესაფრის მიღების თაობაზე საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან შემოსული მიმართვები ბოლო სამ თვეში 50%-ით გაიზარდა.

“შეჩერების მექანიზმის” მიხედვით, თუ დასახელებული ქვეყნებიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო ყოფნის და თავშესაფრის მიღების მოთხოვნის სტატისტიკა 50%-ს გადააჭარბებს, მაშინ ამას შეიძლება მოჰყვეს უვიზო მიმოსვლის გაუქმება და სავიზო რეჟიმზე გადასვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g