LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირისა და ნატოს ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება

62
1

საკანონმდებლო ორგანოში დღეს ბიუროს სხდომაზე ახალი ინიციატივა წარედგინება – ევროკავშირის, ნატოს და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელთა წევრიც საქართველოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება.

როგორც ცნობილია, კანონპროექტის მიხედვით, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვისაც დაეკისრება, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს, ასევე იმ სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში.

ამ მხრივ, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც:

?  აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას;

?  იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას, 15 დღემდე ვადით.

პოპულალურები