LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირისგან არანაირი სანქცია არ იქნება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვამბობთ – ზარქუა მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე

53
ირაკლი ზარქუა

“საქართველოსთან მიმართებაში რადიკალური ოპოზიციის არაჯანსაღი ხედვები არ სრულდება-ხოლმე. ახლაც არანაირი სანქცია არ იქნება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვამბობთ.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა , ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა პუნქტები, რომლებიც ორივე მახარეს უნდა შეესრულებინა. ზარქუა ამბობს, რომ  “ქართულმა ოცნებამ” შეასრულა და ასრულებს ამ პუნქტებს:

“გვახსოვს ოპოზიციიდან ევროკავშირს რომ ეუბნებოდნენ, ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო. ისიც გვახსოვს, ინფორმაციას რომ ავრცელებდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს ბიუჯეტი სანქციებში მოაქციაო. ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ 123 მილიონი, ყველაზე მაღალი ბიუჯეტი ჰქონდა დამტკიცებული ჩვენს მხარდასაჭერად. საქართველოსთან მიმართებაში რადიკალური ოპოზიციის არაჯანსაღი ხედვები არ სრულდება-ხოლმე.

ახლაც არანაირი სანქცია არ იქნება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვამბობთ. შარლ მიშელის დოკუმენტი იყო მნიშვნელოვანი. იქ ჩაიწერა პუნქტები რომლებიც ორივე მახარეს უნდა შეესრულებინა. ჩვენ შევასრულეთ და ვასრულებთ ამ პუნქტებს. ახლაც პროცესში ვართ. ხოლო რადიკალურმა ოპოზიციამ ნიველირება გააკეთა, არც მოაწერა ხელი, არც შემოვიდა საარჩევნო რეფორმის და სასამართლო რეფორმის განხილვაში და ახლა ცალმხრივად არ გამოდის. არ არის სწორი.” – თქვა ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები