გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს ეხმიანება.
როგორც როთი წერს, „ევროკავშირმა ეს არჩევნები არ უნდა აღიაროს“.
„თუ საქართველოს მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის „პატიოსან გამარჯვებაში“, ის, აუცილებლად, დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე.
გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები“, – წერს მიხაილ როთი.
If the ruling party in 🇬🇪 is so sure of its „honest victory“, it will surely immediately initiate an independent investigation into all allegations of fraud. A decision on new elections must then be made on the basis of an independent report. 🇪🇺 must not recognize this election.
— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) October 29, 2024