LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას პოლიტპატიმრად არ აღიქვამს: რატი იონათამიშვილი

50
რატი იონათამიშვილი

ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას როგორც პოლიტპატიმარს არ აღიქვამს. ევროკავშირი მსგავსი მეთოდებით პოლიტპატიმრებზე არ რეაგირებს,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა და დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა და დასძინა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეუერთდება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას, მას შემდეგ რაც ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

აღნიშნული განცხადება იონათამიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან მოსალოდნელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა, რითაც იგი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში გაფორმდა როგორც არასერიოზული და არაკომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის დესტრუქციისკენ არის მოწოდებული.

“ფაქტობრივად, ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე იყო სწორი, სამართლიანი და მას როგორც პოლიტპატიმარს არ აღიქვამს. “ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში გაფორმდა, როგორც არასერიოზული და არაკომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის დესტრუქციისკენ არის მოწოდებული.

ფაქტია, ისინი ყოველ ჯერზე იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალიდნელ დღეს და დასავლეთთან ინტეგრაციას ეწინააღმდეგება, ამიტომ ისინი არიან რუსული ჰიბრიდული ძალა და გულწრფელად რომ გითხრათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოაწერენ თუ არა ისინი ამ დოკუმენტს ხელს, ისინი დარჩებიან არაკონსტრუქციული, დესტრუქციული და რუსული ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად საქართველოში,”- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g