LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა რუსეთის ელჩი დაიბარა

90
ევროკავშირის დროშა

ევროკავშირმა რუსეთის ელჩი დაიბარა, – ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა, პეტერ სტენოუმ განაცხადა. როგორც მან განმარტა, ელჩის დაბარება დაკავშირებულია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან, რომელსაც ბლოკი მკაცრად გმობს და რომლის თანახმადაც, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ევროკავშირის 8 მოქალაქეს აეკრძალა.

„რუსეთის ელჩი დაბარებულია. ის ევროკომისიის გენერალურმა მდივანმა და ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურმა შუადღისას უნდა მიიღონ და მკაცრი პროტესტი გადასცენ,“- აღნიშნა ევროკავშირის პრესსპიკერმა, პეტერ სტენოუმ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურ პირს, მათ შორის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვერა ჟუროვასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ სასოლის, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები