ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა რუსეთს, შეთავაზებული უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით, ბლოკის 27 საგარეო მინისტრის სახელზე ერთიანი პასუხი გაუგზავნა.
ევროკავშირში რუსეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მათ წერილი უკვე მიიღეს.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უმაღლეს წარმომადგენელს მინისტრ ლავროვის გზავნილისთვის 27 წევრის სახელით უნდა ეპასუხა“, – განაცხადა კომისიის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, არც რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებისა და ევროპული სტრუქტურებისთვის გაგზავნილი წერილების და არც მისი საპასუხო წერილების შინაარსი არცერთ მხარეს არ გაუსაჯაროებია.
