“მოუწია ზედმეტი ბაქიბუქის გარეშე გირაოს მიღება. შემდგომ ნაბიჯი იქნება – ამნისტიაზე იტყვის, რომ გავრცელდეს მასზე.” – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გათავისუფლების ფაქტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
როგორც ოხანაშვილი აცხადებს, რაც უნდა სპეკულაციას ცდილობდნენ გარკვეული ჯგუფები, ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა:
“ყველა ვუყურებდით, რომ ნიკა მელია ბაქიბუქობდა – ვერ დაიჭერდნენ და დააკავეს. ამბობდა იმას, რომ გირაოს არ მიიღებდა. ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და გადაიხადა გირაო. მოუწია ზედმეტი ბაქიბუქის გარეშე გირაოს მიღება. შემდგომ ნაბიჯი იქნება ამნისტიაზე იტყვის, რომ გავრცელდეს მასზე.
რაც უნდა სპეკულაციას ცდილობდნენ ეს ჯგუფები საქმე გვაქვს შემდეგნაირად – ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან გადაიხადა გირაო და ინსტრუმენტი, რომელიც, მელიას საშუალებით სურდა სააკაშვილს რუსული სცენარი განეხორციელებინა, აღკვეთა. საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ევროკავშირისთვის არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ნიკანორ მელია.” – თქვა მან.
ოხანაშვილის თქმითვე, ქვეყანას “ქართული ოცნების” მმართველობის დროს, პოლიტპატიმრები არც ჰყოლია და არც ეყოლება.