LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირსა და უკრაინას შორის 1 მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

78
მემორანდუ,

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეხუთე თვეს ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად, ხელი მოაწერა მემორანდუმს მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანშის 1 მილიარდი ევროს ოდენობის გაცემის შესახებ.

ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა Twitter-ზე დაწერა.

„ევროკავშირის სახელით უკრაინასთან გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რათა უზრუნველყოს მაკროფინანსური დახმარება 1 მილიარდი ევროს ოდენობით, საგანგებო დაფინანსების სახით. ეს თანხა გადაირიცხება ივლისის ბოლოს უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად” , – განაცხადა დომბროვსკისმა.

მისივე თქმით, ახლა უკრაინის ეკონომიკა საომარ მდგომარეობაშია და ევროკავშირი განაგრძობს კიევისთვის დახმარების აღმოჩენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები