ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ევროპის 29 ქვეყანაში მოკლე ვადით იმოგზაურებს, 12 ოქტომბრიდან ახალი სისტემა ამოქმედდება.
კერძოდ, ამ ეტაპზე საუბარია იმის შესახებ, რომ შესვლა-გასვლის სისტემა თანდათანობით ჩაიწერს: მონაცემებს სამგზავრო დოკუმენტიდან; მგზავრობის თარიღებს; ბიომეტრიულ მონაცემებს.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა წერს, აღნიშნული სიახლე ევროკავშირის მონაცემთა დაცვის წესების შესაბამისად ამოქმედდება.
მნიშვნელოვანი განახლება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ვინც ევროპის 29 ქვეყანაში მოკლე ვადით…
Posted by European Union in Georgia on ოთხშაბათი, 01 ოქტომბერი, 2025