LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში ექსპორტი თითქმის 41 პროცენტით გაიზარდა

26

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის პირველ 5 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1.090 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია.

40.7 %-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, რამაც 260 მლნ აშშ დოლარი მოუტანა ქვეყანას. იმპორტი კი 0.1%-ით 830.4 მილიონამდეა გაზრდილი.

მზარიდა ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთანაც, სავაჭრო ბრუნვა 36%-ითაა გაზრდილი 1.285 მლრდ აშშ დოლარამდე. 383.4 მილიონს შეადგენს საექსპორტო კალათა, ზრდა 62.7%-ია. 27% -ით გაიზარდა იმპორტიც – 901.8 მლნ. აშშ დოლარამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g