LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა

129
ჟოზეფ ბორელი

ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა მიიღო.

მისივე თქმით, რუსეთის უკანონო და დამაზიანებელი ქმედებები გადამწყვეტი პასუხის გარეშე არ დარჩება.

„რუსეთის უკანონო და დამაზიანებელი ქმედებები, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და ცალკეული წევრი ქვეყნების ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ შორის, ვენის კონვენციის დარღვევა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, არ დარჩება გადამწყვეტი პასუხის გარეშე. დღეს მე პერსონა ნონ გრატად ვაცხადებ ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის თანამდებობის პირებს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიურ სტატუსს“ , – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

magti 5g