Eurostat-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში საშუალო წლიურმა ხელფასმა 2024 წელს 5,2%-ით მოიმატა. EU-27-ის საშუალო მაჩვენებელმა წელიწადში 39 808 ევრო შეადგინა, რაც იმას ნიშნავს რომ ზრდა 2000 ევროს შეადგენს (2023 წელს მაჩვენებელი 37 840 ევრო იყო).
ხელფასების ოდენობით ლიდერი კვლავ ლუქსემბურგია – 82 969 ევრო წელიწადში, შემდეგ მოდიან დანია – 71 565 ევრო და ირლანდია – 61 051 ევრო.
რეიტინგის ბოლოში განთავსდნენ ბულგარეთი – 15 387 ევრო, საბერძნეთი – 17 954 ევრო და უნგრეთი – 18 461 ევრო.

გერმანიისა და საფრანგეთის მაჩვენებლები საშუალო ევროპულ დონეს აღემატება: გერმანია – 53 791 ევრო და საფრანგეთი – 43 790 ევრო წელიწადში.
ესპანეთი და იტალია მე-12 და მე-13 ადგილებს იკავებენ, თითქმის იდენტური საშუალო ხელფასით – 33 700 და 33 523 ევრო.
კვიპროსი ოდნავ ქვემოთ, მე-16 ადგილზე განთავსდა – 27 611 ევრო, ხოლო პორტუგალია – მე-18 ადგილზე 24 818 ევროთი წელიწადში.

ბოლოს, პოლონეთი 2023 წელთან შედარებით ერთი პოზიციით წინ წავიდა და 21 246 ევრო აქვს, რაც მას 22-ე ადგილს აძლევს.
მეთოდოლოგია
სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა წლიური კორექტირებული ხელფასის ინდექსი დაფუძნებულია ეროვნული ანგარიშების და შრომითი ძალის მიმოხილვის (LFS) მონაცემების კომბინაციაზე.
ის ითვალისწინებს ასევე ნახევარი განაკვეთის ხელფასების კორექტირებას, სრულ განაკვეთზე გადაყვანით.
საშუალო წლიური ხელფასის მონაცემები ქვეყნებმა წარმოადგინეს ევროპის საბუღალტრო სისტემის 2010 (ESA 2010 TP) პროგრამის ფარგლებში.
თითოეული ქვეყნის ბოლო სამი წლის დეტალური მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ აქ.
