LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში ყველა არ აღფრთოვანდა უკრაინის გაწევრიანების იდეით, მაგრამ კიევი ყველა ფრონტზე სისტემურ ზეწოლას განახორციელებს: დმიტრო კულება

221
დმიტრი კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, „ევროკავშირში ყველა არ აღფრთოვანდა უკრაინის გაწევრიანების იდეით, მაგრამ კიევი ყველა ფრონტზე სისტემურ ზეწოლას განახორციელებს“.

ევროპარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი დაუჭირა

„ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შეუძლებელი იყო უკრაინის ევროკავშირის წევრობაზე წარმოდგენაც კი. ახლა ჩვენ ახალ რეალობაში ვართ. უკრაინა ერთმნიშვნელოვნად იქნება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, ახლა ევროპელებმა სწორად უნდა წარმართონ პროცესები.

„ვერ ვიტყვი, რომ ყველა აღფრთოვანებულია ევროკავშირში ამ იდეით, რადგან იყვნენ მრავალწლიანი სკეპტიკოსები, მაგრამ ჩვენ ყველა ფრონტზე ვაწვებით. ვიცით ვისთან ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეს პროცესი“ , – განაცხადა კულებამ.

ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა

mazda magti 5g