ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში, სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ „კოვიდ-19“ და მისი ვარიანტები ევროპაში სულ უფრო მეტად ვრცელდება. მისი განმარტებით, ვაქცინაცია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ თავდაცვის ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებად რჩება.
სტელა კირიაკიდესი აცხადებს, რომ ვირუსების გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია ადეკვატური ტესტირება, თანმიმდევრულობა და მონაცემების გაზიარება.
ივანე ჩხაიძე: „იანვარი პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე რთული პერიოდი იქნება“
ცნობისთვის, ხორვატიაში, ადგილობრივი მედიის ცნობით, გასული წლის 12-დან 18 დეკემბრის ჩათვლით „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სიკვდილის 68 შემთხვევა დადასტურდა. ხოლო იტალიაში 2023 წლის ბოლო ორ კვირაში „კოვიდ-19“-ისა და გრიპის შემთხვევებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ჯანდაცვის მინისტრი: „ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს.. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ“