საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ევროკომისარი დუნია მიატოვიჩი ეხმაურება. როგორც ევროკომისარი აცხადებს, ის შეშფოთებული ადევნებდა თვალს ქართველ სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის არსებულ ძალადობრივ დაპირისპირებას.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიციის თანამშრომლების დაშავების გამო მწუხარება გამოთქვა.
„საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ძალადობაზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა შეძლოს და მისცეს ცხადი ინსტრუქციები სამართალდამცველებს, რათა საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით ჩატარებული ოპერაციები ადამიანის უფლებების დაცვით წარიმართოს,“ – განაცხადა დუნია მიატოვიჩმა.
მიატოვიჩი ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და ნებისმიერი სადავო საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.