LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონპროექტი შეასუსტებს ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნქციონირებას: ევროკომისარი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ

78
დუნია მიატოვიჩი

საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას აზიანებს , – ამ განცხადებას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ აკეთებს.

დუნია მიატოვიჩი მიმართვას ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

ის საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით და დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე კანონპროექტის მიღებისაგან.

“მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი მხოლოდ შეასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელად ფუნქციონირებას,”- წერს კომისარი.

პოპულარულები