LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისია: „ევროკავშირი ყველა ვარიანტს განიხილავს რეაგირებისთვის“

160
Capture

“უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ შესახებ კანონის მიღებას საერთო განცხადებით გამოეხმაურა ევროკომისია, სადაც ნათქვამია, რომ საპასუხოდ, ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი “ღრმა მწუხარებას” გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, სადაც კანონის გაუქმების შესახებ მკაფიო რეკომენდაცია იყო გაწერილი.

“ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი ამოქმედება ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამთან დაკავშირებით უკან დახევას იწვევს (ეს ნაბიჯები ეხება დეზინფორმაციას, პოლარიზაციას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას) და უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღმა, აქამდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებული ცხრა ნაბიჯის არსებითად შესრულების კუთხით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო ამ დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ საჭიროა მმართველი ხელისუფლების ძლიერი ვალდებულება.

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის.

ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის”, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g