LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებას სავარაუდოდ რამდენიმე საათში წარადგენს

52

ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წინადადებას დღეს წარადგენს. ამის შესახებ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი წერს.

მისი ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი საღამოს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ბრიუსელში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

“ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში ავრამოპულოსს დღეს, 17:30 საათზე, ბრიუსელში ექნება პრესკონფერენცია, სადაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებას გამოაცხადებს”, – წერს ჟურნალისტი.

აღსანიშნავია, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ წინადადებით ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამეტნს უნდა მიმართოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g