ევროკომისიამ საქართველოსთვის, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთვის უვიზო მიმოსვლის ”სწრაფი შეჩერების მექანიზმის” დაწესების თაობაზე წინადადებით ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს მიმართა. euroline.ge-ის ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადება შესაბამისი ცვლილებების შეტანას 539-ე რეგულაციაში გულისხმობს.
ცვლილების მთავარ მიზანს წარმოადგენს წევრი ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებული პროცედურის დაწესება. უფრო კონკრეტულად კი ცვლილება ითვალისწინებს შეჩერებისთვის ამჟამად არსებული ვადების შემოკლებასა და შეჩერების საფუძვლების გაფართოებას.