„პუტინმა უკვე წააგო ომი”, – ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც დიქტატორი ადოლფ ჰიტლერი 1943 წელს იყო, როდესაც მან უკვე წააგო ომი, მაგრამ ის კიდევ ორ წელს გაგრძელდა.
„პუტინმა უკვე წააგო ომი. ის ცდებოდა უკრაინელების გამძლეობაზე. ვერავინ ბედავს მისთვის სრული სიმართლის თქმას, მათ შორის, მისი ჯარის მდგომარეობის შესახებ. ჰიტლერმაც წააგო ომი 1943 წლის ბოლოს, მაგრამ ის კიდევ ორ წელს გაგრძელდა. პუტინს შეუძლია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შექმნას ქაოსი. აქედან გამომდინარეობს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა ხალხის გაღარიბების განზრახვით, რომ მილიონობით ადამიანი ევროპაში ჩამოვიდეს“, – აღნიშნა ფრანს ტიმერმანსმა.
მისი თქმით, ერთადერთი, რამაც შეიძლება რუსეთის კურსი შეცვალოს, არის იმის გაცნობიერება, რომ ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად დასავლეთი არ ნებდება.