LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა გოლებით დაისეტყვა: სიტის საგრაფოში გამოცდიან

59

ჩემპიონთა ლიგის მორიგ მერვედფინალებში ისეთი წყვილები დაჯდნენ, რომ ფავორიტის დასახელება შეიძლებოდა. მართალია ორივე ფავორიტმა მოიგო, თუმცა ინგლისურ გრანდს ჯერ ყველაფერი წინ აქვს და მონაკოს საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი მარტივად ვერ იქნება.
კარგი კი ისაა, რომ გუნდებმა მაყურებელი გვარიანად ასიამოვნეს და უამრავი გოლი გაიტანეს: ლიგის ორ მატჩში 14 გოლი მართლაც რომ ყოველდღე არ ხდება.


“მანჩესტერ სიტიმ” “მონაკოს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 5:3 დაამარცხა.

ანგარიში 26-ე წუთზე ლეროი სანეს აქტიურობის შედეგად რაჰიმ სტერლინგმა გახსნა. 6 წუთში რადამელ ფალკაომ ანგარიში გაათანაბრა, მე-40 წუთზე კი კილიან მბაპემ მეორე შეაგდო და ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
50-ე წუთზე “მონაკოს” მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ რადამელ ფალკაომ პენალტი ვერ გაიტანა. ფალკაომ 61-ე წუთზე დუბლი მაინც გაიფორმა, ამ გოლამდე 3 წუთით ადრე სერხიო აგუერომ გაიტანა. არგენტინელმა ფორვარდმა 71-ე წუთზე თავისი მეორე გოლიც გაიტანა და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანბრა.
77-ე წუთზე ჯონ სტოუნსის ჯერიც დადგა, რომელმაც “სიტი” წინ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე ლეროი სანემ დააფიქსირა – 5:3.
განმეორებითი შეხვედრა 15 მარტს გაიმართება.

“მანჩესტერ სიტი” – “მონაკო” 5:3 (1:2)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”, მაყურებელი: 53 351

“მანჩესტერ სიტი” (4-1-4-1): კაბალერო; ფერნანდინიო (ზაბალეტა 62), ოტამენდი, სტოუნსი, სანია; ტურე; სანე, დე ბრუინი, სილვა, სტერლინგი (ნავასი 89); აგუერო (ფერნანდო 87)

“მონაკო” (4-2-3-1): შუბაშიჩი; სიდიბე, გლიკი, რაჯი, მენდი; ფაბინიო, ბაკაიოკო (დირარი 88); ბერნარდო სილვა (მოუტინიო 85), ლემარი, მბაპე (ჟერმენი 79); ფალკაო

გოლები: 1:0 სტერლინგი (26), 1:1 ფალკაო (32), 1:2 მბაპე (40), 2:2 აგუერო (58), 2:3 ფალკაო (61), 3:3 აგუერო (71), 4:3 სტოუნსი (77), 5:3 სანე (82)

გაფრთხილება: აგუერო (35), ფერნანდინიო (40), ოტამენდი (49), ზაბალეტა (73) – გლიკი (8), სიდიბე (25), ბაკაიოკო (55), ფალკაო (67), ბერნარდო სილვა (76), ფაბინიო (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 15 (6) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 3:5

 

– –
ლევერკუზენის „ბაიერნმა“ საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

პირველი გოლი მატჩის მე-17 წუთზე გავიდა – ულამაზესი დარტყმით სტუმრები საულ ნიგესმა დააწინაურა. “ლევერკუზენმა” შეუტია, “ატლეტიკო” კი კონტრშეტევებზე გადაერთო და ამან 8 წუთში შედეგი გამოიღო – კევინ გამეიროს პასით სხვაობა ორამდე ანტუან გრიზმანმა გაზარდა. ტაიმი ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმი გერმანელთა შეტევებით დაიწყო. 48-ე წუთზე ბელარაბიმ ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ 59-ე წუთზე სტუმართა კარში კევინ გამეიროს წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც გამეირომ თავადვე შეასრულა – 3:1. 9 წუთში მადრიდელთა კარში მეორე გოლი გავიდა – ბურთი საკუთარ კარში სტეფან სავიჩმა ჩაჭრა.
86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ცვლილებაზე შემოსულმა ფერნანდო ტორესმა დააფიქსირა.
განმეორებითი შეხვედრა 15 მარტს მადრიდში გაიმართება.


“ლევერკუზენი” – “ატლეტიკო” 2:4 (0:2)

ლევერკუზენი, “ბაი არენა”, მაყურებელი: 29 300

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰენრიხსი, დრაგოვიჩი, ტოპრაკი, ვენდელი; არანგიზი, კამპლი; ბელარაბი (პოიანპალო 66), ჰავერტცი (ვოლანდი 56), ბრანდტი (ბაილი 87); ჩიჩარიტო

“ატლეტიკო” (4-4-2): მოია; ვრსალიკო, სავიჩი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, საულ ნიგეზი, ფერეირა კარასკო (ტორესი 78); გრიზმანი (კორეა 78), გამეირო (ტომასი 71)

გოლები: 0:1 საულ ნიგეზი (17), 0:2 გრიზმანი (25), 1:2 ბელარაბი (48), 1:3 გამეირო (59, პენ), 2:3 სავიჩი (68, ა.გ), 2:4 ტორესი (86)

გაფრთხილება: ჰენრიხსი (15), დრაგოვიჩი (58), ვენდელი (64), არანგიზი (74), ტორესი (88), გაბი (89), ფილიპე ლუისი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 10 (7) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 1:4

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები