საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების ევროინტეგრაციის მხარდამჭერ განცხადებებს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ასევე ნაკრების წევრი გიორგი ქვილითაია უერთდება.
„საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის“ – გიორგი მამარდაშვილი
გიორგი ქვილითაია საკუთარ ისნტაგრამზე აქვეყნებს სთორის – ფოტოს, რომელიც 2023 წლის მარტის აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა და მას ურთავს ტექსტს:
„ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის.. არა რუსეთს!“
ცნობისათვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი ქვილითაია რუსეთის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას საჯაროდ გამოხატავს – მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა რუსულ გუნდ „სოჭში“ გადასვლაზე უარი თქვა. გავრცელებული ცნობითვე, „მას არ სურდა რუსეთში თამაში“.
აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ერთ-ერთი მატჩის დროს ფეხბურთელი მოედანზე უკრაინის დროშით გავიდა, სოციალურ ქსელში კი დაწერა: „ჩვენ საერთო მტერი გვყავს“.
„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე
„საქართველო ევროკავშირში“ – გიორგი ჩაკვეტაძემ თავისი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირა