ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენის მხრიდან უხეში და უსამართლო განცხადება პირდაპირი შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა
“კუბილიუსმა და იუკნევიჩიენმა გადაიკითხონ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება” აცხადებს ოხანაშვილი
მისი თქმით ევროპარლამენტარების განცხადება არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აბუჩად აგდება.
“არავის აქვს უფლება, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს.” – აცხადებს ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარები სისტემური დანაშაულებების იმ ჩამონათვალს არ იცნობენ, რომელიც “ფაქტებით ხელის გულზე დევს” ან მიზანმიმართულად აკეთებენ ისეთ განცხადებას, რაც ეწინააღმდეგება სტრასბურგის სასამართლოს გადაყვეტილებას და ქართველი ხალხის ინტერესებს.
როგორც იურიდიულ საკთხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, თუ ევროპარლამენტარებს პარტიული ინტერესები გააჩნიათ, ეს მათი უფლებაა. თუმცა მისი გნაცხადებით, ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ვერცერთი ისეთი კოლეგის განცხადებას, რომელიც ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს
“მზად ვართ, მეგობრობისთვის, მაგრამ ასეთი განცხადება შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.