ევროპარლამენტარების ჯგუფი ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების, „ალტ-ინფოსა“ და მისი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს.
შესაბამისი წერილით მათ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ ვერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკისა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარ ჰელენა დალის მიმართეს:
„მტკიცედ მოგიწოდებთ, მიიღოთ ყველა საჭირო ნაბიჯი თბილისში LGBTIQ – ჰომოფობიურ თავდასხმების უმაღლესი ხარისხით დასაგმობად.
ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მიზანმიმართული სანქციებისკენ „ალტ-ინფოს“ ჯგუფისა და მის მიღმა მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ.“ – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.
ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების და უწყებების მარცხმა, დაეცვათ „თბილისი პრაიდის“ მონაწილეთა უსაფრთხოება, ორგანიზატორების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები:
მარკ ანგელი, კიმ ვან სპარენტაკი, მარია ვალში, პიერ კარლესკინდი, მალინ ბიორკი და ფაბიო მასიმო კასტალდო.
?????️? We strongly condemn the LGBTIQphobic attacks on @TbilisiPride and participants of the Tblisi Pride in #Georgia.
? The attacks violate the #freedom of assembly and expression of the Georgian LGBTIQ community.
? Our Co-Chairs and VPs signed a letter. pic.twitter.com/q4LldsuN5Y
— LGBTI Intergroup (@LGBTIintergroup) July 19, 2023