LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, ვითომ მეგობრულად შერაცხული, ამ ქვეყნის მტრები არიან: კახა კალაძე

53
კახა კალაძე

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას“ გაიმართა, რომელსაც ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები, ქართველი პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროპარლამენტარებმა კონფერენციაზე დეოლიგარქიზაციაზე გააკეთეს განცხადებები. მათ განცხადებებს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ „ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე, ვითომ მეგობრულად საუბრობენ, საქართველოს შერაცხული ქვეყნის მტრები არიან“. მისივე განცხადებით, საქართველოს არჩეული კურსიდან არასდროს გადაუხვევია.

საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საქართველოსთვის საჭირო რეფორმები – ლორა თორნტონი

კრამერი: თუ პოლიტიკურ ფიგურებს სურთ, ამ ქვეყნის პროგრესი იხილონ, მათ უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ ყველა პუნქტზე

„დეოლიგარქიზაციაზე ჩვენი მხრიდან არაერთხელ იქნა გაკეთებული განცხადება. რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ცვლილებები განხორციელდეს. ვინც ამ კონფერენციას ესწრებიან, ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან, უვიზო მიმოსვლასთან და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები