LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საქართველოსთვის საჭირო რეფორმები – ლორა თორნტონი

52
ლორა თორნტონი11

„საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საქართველოსთვის საჭირო რეფორმები“, – ამის შესახებ განცხადებას „დემოკრატიების დაცვის ალიანსის“ დირექტორი, ლორა თორნტონი აკეთებს. მისი განმარტებით, „ეს არ ნიშნავს, რომ რეფორმების გატარების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ხელისუფლებაში ადგილს“.

თორნტონის განმარტებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დემოკრატიისთვის ნაბიჯების გადადგმა ზოგჯერ ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკურ მარცხს განიცდი, მაგრამ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესია.​

რაც შეეხება ნარატივს, რომ „ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა სურს“, თორნტონის თქმით ეს ზიანის მომტანია.

„ჩვენ 2014 წლიდან ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სიარული. ბოლო წლებში მე პირადად ძალიან გაწბილებული ვარ, როდესაც ვისმენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ეს მიზანი აღარ არის. იმედი მაქვს ეს კონფერენცია შეახსენებს ყველას, რომ საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება სერიოზული რეფორმების გატარება. გზავნილები უნდა იყოს მკაფიო. ჩვენ გამოვდივართ რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს.

ერთის მხრივ საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაგრამ მეორეს მხრივ კეთდება ისეთი განცხადებები ზოგიერთი ლიდერის მიერ, რომელიც დამაბნეველია. როდესაც აკრიტიკებენ ამერიკის ელჩს, ევროპარლამენტარებს, ეს საწინააღმდეგო სიგნალს აგზავნის და ჩემთვისაც ძალიან დამაბნეველია.

საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საქართველოსთვის საჭირო რეფორმები. იმიტომ რომ ორივე ერთად შეუძლებელია. მე ვფიქრობ ტერმინ დეოლიგარქიზაციამ საქართველოს ხელისუფლება ცოტათი გამოაფხიზლა და ალბათ ამანაც იმოქმედა იმ უარყოფით რეაქციაზე, რომელიც ევროკავშირის მიმართ ჰქონდათ.

მთავრობას შეუძლია შეინარჩუნოს ძალაუფლება და დაიცვას ბიძინა ივანიშვილი, ან გაატაროს რეფორმები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ რეფორმების გატარების შემთხვევაში ისინი აუცილებლად დაკარგავენ ხელისუფლებაში ადგილს. ამას წინასწარ ვერავინ იტყვის. თუმცა, რეფორმების გატარება შეიძლება მოიცავდეს ისეთ რამეს, რაც არ არის სასურველი ბიძინა ივანიშვილისთვის. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დემოკრატიისთვის ნაბიჯების გადადგმა ზოგჯერ ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკურ მარცხს განიცდი, მაგრამ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესია. ხოლო იმის მტკიცება, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა სურს, ეს ზანის მომტანია“, – აცხადებს თორნტონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები