LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე – ევროკავშირმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ცალკე კანონის მიღებაზე თავისი მოთხოვნა მოხსნა, მათი მოთხოვნით კანონს აღარ მივიღებთ

134
1695044274_260020

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ცალკე კანონის მიღების საჭიროება აღარ დგას და საკანონმდებლო ორგანო მსგავს კანონს აღარ მიიღებს, რადგან ევროკავშირის მხრიდან ეს მოთხოვნა მოხსნილია.

„მანამდე ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცვლილებების ჩაგდების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. სწორედ ისინი ითხოვდნენ კანონის მიღებას. სახელისუფლებო გუნდს ევროკომისიასთან, ევროპელ პოლიტიკოსებთან კონსულტაცია ჰქონდა და მათი რეკომენდაციაა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ ცალკე კანონის მიღება საჭირო არ არის და ეს ევროკავშირის მოთხოვნებში აღარ იქნება შეტანილი, თუმცა შეთანხმება შედგა, რომ ეს პუნქტი შესრულებულად ჩაითვლება, თუ ხელისუფლება დეოლიგარქიზაციის შესახებ კომპლექსურ სამოქმედო გეგმას მიიღებს, რაც უკვე პრემიერ-მინისტრის მეშვეობით მომზადდა და მასზე მუშაობას პარლამენტი დაიწყებს. ევროკავშირმა ცალკე კანონის მიღებაზე თავისი მოთხოვნა მოხსნა, მათი მათხოვნით კანონს აღარ მივიღებთ, ამის საჭიროება არ არის, თუმცა მათთან შეთანხმებით უკვე მომზადდა სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები