LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 5 პუნქტიან შეთანხმებას – „ლელო”

52
ლელო 33

ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღდმეგება შარლ მიშელის 5 პუნქტიან შეთანხმებას და არც საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან – ამის შესახებ განცხადებას “ლელო თავისუფლებისთვის” ავრცელებს.

„მეტი სიცხადისთვის, გთავაზობთ ამონარიდს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხუთ პუნქტიანი დოკუმენტიდან:

„ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით, „ლელომ”, როგორც შეთანხმებაშია ნახსენები, რეაგირება მოახდინა პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხზე და მიიღო „ისეთი ზომები“, რომელიც ემსახურება არსებული კრიზისის მოგვარებას.

კერძოდ, თხოვნით მიმართა ევროპარლამენტარებს მათი თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაზეც ევროპარლამენტარებმა თანხმობა განაცხადეს.

ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. იმედი გვაქვს „ქართული ოცნება” იხელმძღვანელებს ვითარების დეესკალაციის ინტერესებით და გადადგამს შესაბამის ნაბიჯს, რათა რეალურად დაიწყოს კრიზისის განმუხტვის პროცესი“, – აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g