LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პარლამენტში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდა

59
45142FBD-4A2E-4A56-A8E2-98097CCEB235

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პარლამენტში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდა, რომელიც უკვე მე-10 დღეა მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, ესწრება ასევე „დროას“ წევრი ბათუ ქუთელიაც. შეხვედრის შემდეგ სავარაუდოდ, ანა ფოტიგა მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

მანამდე ევროპარლამენტარი შეხვდა ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს.

ანა ფოტიგა თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.

„მნიშვნელოვანი მისია მაქვს“ – ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში ჩამოვიდა

ფოტო: IPN

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g