LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მნიშვნელოვანი მისია მაქვს“ – ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში ჩამოვიდა

111
ანა ფოტიგა

ევროპარლამენტის პოლონელი დეპუტატი ანა ფოტიგა საქართველოში ჩამოვიდა. ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების საკითხია. მისი განცხადებით, სააკაშვილის მონახულებაზე ნებართვას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან ელოდება და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ცდილობს, საერთაშორისო ასპარეზზე მხარი დაუჭიროს საქართველოს როგორც ევროკავშირის მიმართულებით, ისე ნატო-ს მიმართულებით.

„ქვეყანაში ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მონახულებაც არის. ვითხოვე მონახულების ნებართვა და ვიმედოვნებ, გადაწყვეტილება დადებითი იქნება. შეშფოთებული ვარ არსებულთან დაკავშირებით როგორც პიროვნება, რომელსაც ხშირი კონტაქტი ჰქონდა სააკაშვილთან, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ხოლო მე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. ზოგადად, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები და დასავლეთშიც, ჩვენს საზღვართან არსებული ვითარება შემაშფოთებელია. ძალიან რთული დრო დგას. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. აქ ვარ, რათა შევაფასო არსებული ვითარება. ვიმედოვნებ, ბატონ სააკაშვილს მოვინახულებ. შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მის მონახულებამდე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამჟამად იუსტიციის სამინისტროსგან მის მონახულებაზე დაშვების ნებართვას ველოდები, რასაც როგორც წესი, დრო სჭირდება“.

ზოგადად რომ ვთქვა, აქ ვარ, რათა მხარი დავუჭირო საქართველოს, ქართველ ხალხს და საერთაშორისო ასპარეზზე, ყოველი ჩემი ქმედებით ვცდილობ, მხარი დავუჭირო საქართველოს როგორც ევროკავშირის მიმართულებით, ისე ნატო-ს მიმართულებით. როგორც იცით, ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ დავინიშნე ნატო-ს ექსპერტად და ყველაფერი მოწმობს, რომ საქართველოს ნათელი მომავალი ელოდება. ვიმედოვნებ, ქართველები მიაღწევენ პოლიტიკურ კონსენსუსს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით, რადგან ბევრი იქნება დამოკიდებული თქვენს შესაძლებლობებზე, გაერთიანდეთ საერთო მიზნების ირგვლივ“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

ანა ფოტიგა: ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით, შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g