LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ფოტიგა: ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით, შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან

89
ანა ფოტიგა

„ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით. შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან,“ – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, კარლ ჰარცელისა და ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ვებინარზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასეს.

როგორც ფოტიგამ აღნიშნა, იგი უკვე წლებია საქართველოში მიმდინარე არჩევნებს აკვირდება და თუ მხედველობაში არ მივიღებთ პანდემიით შექმნილ მდგომარეობას, როგორც ეს ევროპარლამენტარმა თქვა, საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა. მისივე თქმით, საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოსავლის მოძებნა.

„ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ, ის მოვლენებიც, რომლებიც მოხდა საქართველოში 2019 წლის ივნისში. ქართველები პატიოსანი და ამაყი ხალხია, რითაც მე აღფრთოვანებული ვარ. ჩვენ ბევრი საერთო მახასიათებლები გვაქვს. გასაგები იყო ქართველი ხალხის რეაქცია“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

ევროპარლამენტარმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ღია და გამჭვირვალე სასამართლო გაიმართოს.

"უკანასკნელ ღონეს მოიკრეფს, რომ პროცესზე გამოცხადდეს" - ადვოკატის თქმით, საქალაქო სასამართლომ მოითხოვა, სააკაშვილის პროცესი სასამართლოშივე შედგეს

იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური არიან ვალდებული, სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულონ, - აცხადებს ბასილაია.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე ვიზიარებ აზრს, რომ მისი მმართველობა არ იყო სრულყოფილი. მე ვაკვირდებოდი 2012 წლის არჩევნებს, როდესაც ძალაუფლების გადაცემა ძალიან მშვიდობიანი გზით მოხდა. როდესაც ეგზიტპოლის შედეგები ცნობილი გახდა მან ოპონენტის გამარჯვება აღიარა და ძალიან მშვიდად იქცეოდა. და რა მოხდა საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ? ფაქტობრივად მას პატიმრობა სასამართლოს გარეშე მიუსაჯეს.

მას ჰქონდა ყველანაირი უფლება, რომ თავის ქვეყანაში ჩამოსულიყო. მე იმედი მაქვს ნამდვილი, ღია და გამჭვირვალე სასამართლოსი. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი შიმშილობით. შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან,“- აღნიშნა ანა ფოტიგამ.

ევროპარლამენტარის თქმით, ევროპელები უფრო მეტად საქართველოს მეგობრები არიან და სურთ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ვინ მართავს ქვეყანას.

„ახლა რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არ არის სწორი. გთხოვთ დარჩით მტკიცედ. გთხოვთ გამონახოთ გამოსავალი. ეს თქვენი როლია და არა ჩვენი. ჩვენ შეგვიძლია გიშუამდგომლოთ, თუმცა გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. ევროკავშირის, შარლ მიშელისა და ელჩ ჰარცელის როლი ამ პროცესში ძალიან პოზიტიურია“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

ეს არის მორალური ტერორი სააკაშვილის წინააღმდეგ, თავდასხმის შესაძლებლობა არსებობს, დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ – ადვოკატი

იაგო ხვიჩია: ხელისუფლებამ სააკაშვილის გლდანში გადაყვანით სიტუაციის ესკალაციას ძალით შეუწყო ხელი, ეს “ოცნებისთვის” ცუდად დამთავრდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები