ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის. ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა “ტვიტერზე” გააკეთა.
“შესანიშნავი ამბავი – ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, გააგზავნოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად”,- წერს კალიურანდი.
Excellent news – European Parliament @Europarl_EN decided to send an election observation delegation to observe municipal elections in Georgia ??
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) September 9, 2021