ევროპარლამენტი შეთანხმდა ტექსტზე, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ტვიტერზე” ავრცელებს.
„ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას ტექსტზე, რომლითაც აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის გზებს მიმართავს“, – წერს კუბილიუსი.
https://twitter.com/KubiliusA/status/1593309275971002368?s=20&t=dy9HEpLmopVsgt1UOo0h3w