ვროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში ჩავიდა.
მეცოლამ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე ომში უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში მთელი მსოფლიო გაიმარჯვებს.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი იბრძვის სწორედ იმ პრინციპებისთვის, რასაც ევროპელები საუკუნეების მანძილზე იცავდენენ.
"რუსი სამხედროები დონბასში, ხარკოვის მიმართულებით გროვდებიან"
ვოლოდიმირ ზელენსკი: წინ მძიმე ბრძოლები გველის, ახლა ვერ ვიფიქრებთ, რომ ყველა გამოცდა უკვე ჩავაბარეთ
,,თქვენ, უკიდურესად მამაცი მამაკაცებისა და ქალების ქვეყანას ხელმძღვანელობთ, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან. მე უკრაინაში ჩამოვედი არა მხოლოდ ჩვენი სოლიდარობის დასადასტურებლად, არა მხოლოდ იმისთვის, რომ მუშაობა გავაგრძელო ჩვენი რეზოლუციების ფორმულირებაზე, რომელშიც ჩვენ ვამბობთ, რომ უკრაინა არის ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, არამედ ჩამოვედი იმისთვისაც რომ თქვენ იბრძვით ჩვენთვის, ფუნდამენტური პრინციპებისთვის, რომლებსაც ევროპის კონტინენტი საუკუნეების განმავლობაში იცავდა. მე ასევე მინდა დავრწმუნდე, რომ თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ ამ ომის მოსაგებად, რადგან თუ თქვენ გაიმარჯვებთ, მთელი მსოფლიო გაიმარჯვებს”, – განაცხადა მეცოლამ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში