ევროპარლამენტმა კახოვკას ჰესის აფეთქება ომის დანაშაულად აღიარა.
„დეპუტატებმა ნოვა კახოვკაში კაშხლის აფეთქება დაგმეს. ეს არის რუსეთის მიერ ჩადენილი უახლესი ომის დანაშაული, რომელსაც შედეგები აუცილებლად უნდა მოჰყვეს. მათ ევროკავშირს მოუწოდეს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. ასევე დააწესოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მილიარდობით გაყინული რუსი ოლიგარქის ფინანსური აქტივები უკრაინის აღმშენებლობას მოახმაროს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსებმა 6 ივნისს კახოვკას კაშხალი ააფეთქეს. ამ ტერორისტულ აქტმა უამრავი ადამიანის ევაკუაცია, მასშტაბური ტერიტორიის დატბორვა და ეკოლოგიური პრობლემები გამოიწვია.