LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ბენზინი აღარ იქნება, მხოლოდ ელექტროავტომობილები

71
Capture

ევროპაში ბენზინის და დიზელის ავტომობილებს აღარ გაყიდიან.

დაწყებული 2035 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფ სახელმწიფოებში არაეკოლოგიური ტრანსპორტის შეძენა შეუძლებელი გახდება. ევროპა ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის მავნე ტრანსპორტი საერთოდ აღარ დარჩება და მთლიანად ელექტროავტომობილებით ჩანაცვლდება.

საწვავზე მომუშავე მანქანების აკრძალვა ევროპის კლიმატთან ბრძოლის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ევროკომისიამ მავნე გამონაბოლქვის შემცირების ახალი მიზანიც დაისახა – 2030 წლისთვის 55%–იანი ცვლილება.

გარდა ამისა, იგეგმება ასევე გარკვეული რეგულაციების დაწესებაც და ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მაგისტრალზე გადაადგილებისას Co2–ს გამოყოფს – გადასახადი დაეკისრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები