ევროკომისიის გადაწყვეტილების თანახმად, 2021 წლისთვის ყველა ავტომობილის სტანდარტული აღჭურვილობის სიაში 11 ელექტრონული უსაფრთხოების სისტემა უნდა შედიოდეს. მათ შორის: ავტონომიური ექსტრემალური მუხრუჭისა და ზოლის შენარჩუნების სისტემა, უკანა ხედვის კამერა, ასევე მძღოლის მდგომარეობის მონიტორინგის სისტემა.
გარდა აღნიშნული სისტემებისა, ყველა ახალი მოდელი, რომელიც ევროპის ბაზარზე გამოვა, უნდა აღიჭურვოს „სიჩქარის ინტელექტუალური შეზღუდვით, რომელიც საგზაო ნიშნების ამომცნობ ფუნქციასთან ერთად მუშაობს“. სისტემა ავტომატურად დააყენებს მაქსიმალურ სიჩქარეს არსებული შეზღუდვის მიხედვით.
ასევე, აუცილებელი გახდება ალკოჰოლური „ბოქლომი“, გაუმჯობესებული უსაფრთხოების ღვედი და ქვეითების დაცვის სხვადასხვა გადაწყვეტა.
სპეციალისტების დაანგარიშებით, 11-ვე უსაფრთხოების სისტემის დაყენება 10 წლის განმავლობაში 7 300 სიცოცხლეს იხსნის და 38 900 სერიოზულ ტრამვას აგვარიდებს თავიდან. ეს იქნება პროექტ Vision Zero-ს ნაწილი, რომლის მიზანიც 2050 წლამდე გზებზე სიკვდილის ნულამდე შემცირებაა.