LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში მატარებლით გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება

59

ევროპაში მატარებლით გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება. მათთვის ვინც მოგზაურობას არა თვითმფრინავით არამედ მატარებლით ამჯობინებს – გერმანულმა კომპანია Deutsche Bahn-მა მიმზიდველი ტარიფები მოამზადა.

სიახლე 2018 წლის აგვისტოდან იმოქმედებს და შორ მარშრუტზე მიმავალი მგზავრები შეძლებენ, რომ სამგზავრო ბილეთები დანიშნულების ქალაქებშიც გამოიყენონ. უფრო ზუსტად კი მატარებლის ბილეთით ისინი სასურველ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ისარგებლებენ. საინტერესო სერვისი კომპანიის ყველა ბილეთს ავტომატურად დაემატება და მისი გამოყენება მინიმუმ 100 კმ-ით დაშორებულ ქალაქებში იქნება შესაძლებელი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანია მეორე კლასის ბილეთებზე ფასების 19,90 ევრომდე შემცირებასაც გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები