LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში პირველი რობოტაქსის სერვისი ამოქმედდა

110
-1x-1

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპაში პირველი კომერციული რობოტაქსი სერვისი ამოქმედდა. Bloomberg-ის ცნობით, ადგილობრივი სტარტაპი Verne მართავს ათ Arcfox Alpha T5 ელექტრო ჯიპს (BAIC Motor), რომლებიც აღჭურვილია Pony AI Incorporated-ის ავტონომიური მართვის პროგრამული უზრუნველყოფით.

დაახლოებით 57 კილომეტრის მომსახურების არეალში მგზავრობა მგზავრებს ფიქსირებული ფასით – 1.99 ევრო დაუჯდებათ.

რობოტაქსი სერვისის არეალში შედის ხორვატიის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი. მგზავრობის დაჯავშნა შესაძლებელია Verne აპლიკაციის საშუალებით. ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად, ამჟამად ბორტზე უსაფრთხოების ოპერატორი იმყოფება, მაგრამ თავად მგზავრობა სრულიად ავტონომიურია.

ამჟამად სერვისით სარგებლობა დაახლოებით 300 ადამიანს შეუძლია, ხოლო კიდევ 4000 ადამიანი მზარდი რიგის სიაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები