LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყოფნის ვადის დარღვევის შემთხვევაში შსს თქვენს ძებნას დაიწყებს

105

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე საქართველოს საბაჟო- გამშვებ პუნქტებზე ქვეყანაში დაბრუნების თარიღის მაკონტროლებელი  სპეციალური პროგრამა ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მოქალაქე გადაკვეთს საქართველოს საზღვარს ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით, 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პროგრამა წითელ შუქს აანთებს და ვადის დამრღვევი პიროვნების შესახებ ინფორმაცია ავტომატურად მიეწოდება შსს-ს და იუსტიციის სამინისტროს, დაიწყება პიროვნების მოძიება და პარალელურ რეჟიმში ინფორმაცია შესაბამის ევროპულ ქვეყანას გადაეგზავნება.

რეადმისიის პროცედურის საფასურს თავიდან სახელმწიფო აანაზღაურებს, შემდეგ კი ამ ჯარიმას ვადის დამრღვევი მოქალაქე გადაიხდის. პროგრამა  ისუტიციის სამონისტრომ შსს-სთან ერთად შეიმუშავა.

„ დღემდე საბაჟოებზე არ ხდებოდა დაბრუნების თარიღის კონტროლი მაგრამ იმისთვის რომ „ საქართველო ევროკავშირისთვის უსაფრთხო პარტნიორი გახდეს აუცილებელია სავიზო ვადების ზუსტად დაცვა”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა

ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით ყველა საჭირო საკანონმდებლო ცვლილება უკვე დასრულებულია და ეს მოვლენა ქვეყანაში 26, 27 სდა 28 მარტს სეციალური ღონისძიებებითაც აღინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები