LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში, ყოველ 17 წამში 1 ადამიანი იღუპება – ჯანმო

133
covid-19-deaths-resize-md

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის მასშტაბით ყოველ 17 წამში კოვიდინფექციით ერთი ადამიანი იღუპება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე საუბრობს.

კლუგე ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში COVID19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი 18%-ით გაიზარდა. გასულ კვირას ევროპამ კოვიდით გარდაცვალების 29 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დააფიქსირა.

„ევროპა აშშ-სთან ერთად კვლავ პანდემიის ეპიცენტრია. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ წინ რთული ექვსი თვე გველის. პირბადის ტარება პანაცეა არ არის და მისი ტარება სხვა ზომებთან ერთად უნდა მოხდეს. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე გაიზრდება, კარანტინის დაწესება საჭირო აღარ იქნება“,-აცხადებს ჰანს კლუგე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g