LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე გადატვირთული გუნდი ლივერპულია

94

„ლივერპული“ 85 დღეში 25 მატჩს გამართავს.
ინგლისის თასის 1/16 ფინალში „ვესტ ჰემთან“ ფრედ დასრულებული (0:0) შეხვედრის გამო, 9 ან 10 თებერვალს ლონდონში გადათამაშება შედგება. ეს კი მერსისადელებისთის 26 დეემბერს Boxing day-ის დაწყებიდან მე-14 იქნება. საერთო ჯამში, წითლები 19 მარტამდე, 85 დღეში 25 მატჩს ითამაშებენ.

ეს ყველაზე დატვირთული კალენდარია ყველა ევროპულ გუნდებს შორის.
დეკემბრის ბოლოს იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ Boxing day და ათასგვარი თასები ინგლისელებს ევროთასების მოგებაში ხელს უშლის.
„ლივერპულმა“ 26 დეკემბრიდან მოყოლებული ხუთი მატჩი მოიგო, სამჯერ წააგო და კიდევ სამჯერ ფრედ ითამაშა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები