LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ზეთისხილის დეფიციტი შეიქმნა

128
123

ზაფხულში ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გადამეტებულად მაღალმა ტემპერატურამ ზეთისხილის მოსავალი დააზიანა  და მწარმოებლებს პროდუქტის სამხრეთ ამერიკიდან შემოტანა აიძულა.

ესპანეთი, რომელიც მსოფლიო ზეთისხილის ნახევარს აწარმოებს, ტყის ხანძრებმა განსაკუთრებულად დააზარალა. კრიზისი იმანაც გაამწვავა, რომ ესპანეთის გარდა, რთული სიტუაცია იყო საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, თურქეთსა და მაროკოში. ამ ფაქტზე დაყრდნობით ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო იტყობინება, რომ აღნიშნული პროდუქტის მსოფლიო წარმოება წელს 2,4 მილიონ ტონამდე შემცირდება. ექსპერტები ზეითუნის ზეთზე ფასის 100-ზე მეტი პროცენტით ზრდასაც ვარაუდობენ.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და პროდუქტის გაძვირება, ცხადია, ქართულ ბაზარზეც აისახება, სადაც ძირითადად იმპორტირებული ზეითუნის ზეთი იყიდება. 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით საქართველომ 1,610 მლნ დოლარის ღირებულების ზეითუნის ზეთი შეიძინა. ქვეყანაში ზეთისხილის იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით ესპანეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და საფრანგეთიდან  განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g