ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროს კუპიურის განახლებული დიზაინის სიუჟეტი გაავრცელა და სიახლე ბრუნვაში რამდენიმე წლის შემდეგ ჩაეშვება. ამის შესახებ თავად ბანკის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ.
სპეციალისტთა გუნდმა მომავალი კუპიურის 7 შესაძლო თემა წარადგინა. ევროპელებს კი რჩეული თემისთვის ხმა უნდა მიეცათ.
ყველაზე მეტი ქულა ორმა თემამ მოაგროვა: „ევროპული კულტურა“ და „მდინარეები და ჩიტები: ბიო მრავალფეროვნება“. ამჟამად ევროპის ცენტრალური ბანკი დიზაინის ორ ვერსიას განიხილავს.
პირველი ვარიანტი – კუპიურაზე ცნობილი პიროვნებების გამოსახვას გულისხმობს: მარია კალასი (5€) ბეთჰოვენი (10€), მარია კიური (20€), სერვანტესი (50€), ლეონარდო და ვინჩი (100€). მეორე მხარეს კი კულტურული ცხოვრებიდან სცენები გამოისახება, მაგალითად, ისეთი როგორიცაა ბიბლიოთეკა მომხმარებლებით.
მეორე ვარიანტი – პირველ მხარეს ფრინველები და მდინარის პეიზაჟები, მეორე მხარეს კი ევროკავშირის მნიშვნელოვანი ნაგებობები გამოისახება, მათ შორის ევროპის პარლამენტიც.
გამოკითხვაში 365 ათასმა ევროპელმა მიიღო მონაწილეობა.