LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელებს მოკლე ავიარეისების აკრძალვა სურთ

108
Train-vs-Plane

ევროპელთა 67% მხარს უჭერს მოკლე დისტანციაზე ავიარეისების აკრძალვას, იმ შემთხვევაში, თუკი სარკინიგზო ალტერნატივა არსებობს. ამის შესახებ საუბარია ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) ანგარიშში, რომლის მიხედვითაც მატარებლით მგზავრობა თითქმის ხუთჯერ უფრო ეკოლოგიურია, ვიდრე თვითმფრინავით.

ასეთი აკრძალვა უკვე მოქმედებს საფრანგეთში და განიხილება ესპანეთშიც. მაგალითად, ფრანგულ ავიახაზებს აღარ შეუძლიათ რეისების შესრულება პარიზიდან ბორდოსა და ლიონის მიმართულებით. მგზავრები სარგებლობენ სწრაფმავალი მატარებლებით, რომელთა მგზავრობის საშუალო დრო დაახლოებით 2 საათია – მხოლოდ ერთი საათით მეტი, ვიდრე ფრენას სჭირდება. ამასთან, სარკინიგზო სადგურები ქალაქების ცენტრშია, ხოლო აეროპორტები შორს, რის გამოც თვითმფრინავს დროში უპირატესობა თითქმის აღარ აქვს.

ორივე ქვეყანაში აკრძალვის მხარდამჭერები ორჯერ უფრო მეტნი არიან, ვიდრე წინააღმდეგი. ესპანელთა 63% და ფრანგთა 56% მზად არის დამატებით შეზღუდვებსაც კი დაუჭიროს მხარი.

კვლევა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კომპანია Hitachi Rail-ის დაკვეთით ჩატარდა. შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 70%-ზე მეტი უფრო ხშირად ისარგებლებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ მარშრუტები მეტად განვითარებული იქნებოდა, ხოლო ნახევარზე მეტი მზად არის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მაშინაც კი, როცა მგზავრობა უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე პირადი ავტომობილით.