LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდეს

53

ზაფხულში საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ადგილი შესაძლოა შეიცვალოს. მიზეზი ტერორიზმის საფრთხეა. ამის შესახებ „ესოშიეტედ პრესი“ წერს.

თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, შეიცვალოს ჩემპიონატის გამართვის ვადები ან თამაშები მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. შესაბამისი საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გასული წლის ნოემბერში თვითმკვლელმა ტერორისტებმა საფრანგეთსა და გერმანიას შორის ამხანაგური მატჩის დროს „სტად დე ფრანსზე“ შესვლა სცადეს. მათ სტადიონის გარეთ ასაფეთქებელი მოწყობილობა პარიზში ორგანიზებული ტერაქტების ფარგლებში გაააქტიურეს. პარიზის ტერაქტების შემდეგ საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 26 მაისამდე შენარჩუნდება.

„შესაძლოა, მატჩები გადაიდოს უსაფრთხოების მიზნით ან ტერორისტული თავდასხმების რისკების გამო. თუ უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იქნება, შესაძლოა, მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდეს. თუმცა, ამ დროისთვის ექსტრემიზმის საფრთხისა და განგაშის ნიშნები არ არსებობს“, – განაცხადა უეფას საშეჯიბრო კომიტეტის დირექტორმა, მარტინ კალენმა.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება. 32 დღის განმავლობაში 10 სხვადასხვა სტადიონზე 51 თამაშია დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g