LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონი ქართველი მოცეკვავე წყვილი: „აკას ქორეოგრაფიამ მოუგო „გრემის“ მფლობელის ქორეოგრაფიულ ნამუშევარს…“

350
აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი

აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ საქართველოში, თბილისში 19 მაისს „ლათინურამერიკული პროგრამის 2024 შოუ დენს“ ფარგლებში გამართულ სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში. გვანცა და აკა ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრებიან.

გვანცა: 

ჩვენი ყველა დადგმა, რომლითაც ასეთ გამარჯვებებს მივაღწიეთ, თავიდან ბოლომდე აკას დამსახურებაა. მე, უბრალოდ, კარგი შემსრულებელი ვარ. რეჟისურა, მუსიკალური მხარე, ქორეოგრაფიის წარმართვა, შეიძლება, მე გავალამაზო, გავატექნიკურო, მაგრამ იდეა ყოველთვის აკასგან მოდის. აკას ქორეოგრაფიამ მოუგო „გრემის“ მფლობელის ქორეოგრაფისას. ფაქტობრივად, ჩვენ მოვიგეთ არა როგორც მხოლოდ შემსრულებლებმა, არამედ ქორეოგრაფიამ მოუგო ქორეოგრაფიას. ფაქტობრივად, ორი ერთშია.

აკა: 

არსებული წყვილებიდან, ყველას არ შეუძლია თვითონ დადგას ქორეოგრაფია. ამიტომ ისინი ცნობილ ქორეოგრაფებს ან თავისი ქვეყნის წარმომადგენელ მწვრთნელებს მიმართავენ ხოლმე.

გვანცა: 

მე არ ვნერვიულობ ამაზე. ვიცნობ აკას და ვიცი მისი შესაძლებლობები. ნამდვილი ფოიერვერკივითაა, ვეთაყვანები მის ნიჭს. მწვრთნელები ყოველთვის გაოცებულები არიან. ყოველ ჯერზე ეუბნებიან: აკა, ამაზე კარგი რაღა უნდა გააკეთოო. მუდმივად თავის წინა ქორეოგრაფიას აჯიბრებენ, სხვას ვერავის. ყოველთვის აქვთ განცდა, რომ ის იყო საუკეთესო და ამაზე მეტი შეუძლებელი იქნება. სულ ნერვიულობენ, შემდეგი ჩემპიონატისთვის უკეთესი რაღა უნდა შექმნას. აკამ ევროპის ჩემპიონატის დადგმა რომ დაიწყო, დიდი სტრესი ჰქონდა, რადგან მსოფლიოს შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ იმ საოცარი ფენიქსის ეფექტის გაუმჯობესება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ აკამ უკვე იანვარში გერმანიაში, დახურულ წინასპორტულ ბანაკში, სადაც ლეგენდარული სპორტსმენები და მწვრთნელები იყრიან თავს, ახალი დადგმა წარადგინა სახელით – „ჩემი გზა“, სახელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია და თავად ნამუშევარმაც.

მსოფლიოსა და ევროპის მოგების შემდეგაც არ იმსახურებთ დასვენებას?

ტურნირის შემდეგ, რამდენიმე საათი, პირდაპირი გაგებით, დაბლა ვეგდეთ და ვისვენებდით (იცინის). შემდეგ წავედით და ძალიან ბევრი ხინკალი და ხაჭაპური ვჭამეთ. ქართული გამარჯვება გემრიელი ქართული კერძებით აღვნიშნეთ. ასე მორჩა ჩვენი დასვენება (იცინის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები