PES 2016-მა ჯერ კიდევ მაისში ივარაუდა, რომ ევრო 2016-ს უელსი მოიგებდა.
ეტყობა, იაპონიაში მართლაც იციან რაღაცეები.
აპრილში კომპანია Konami-მ გამოუშვა ევრო-2016-ის სიმულატორ Pro Evolution Soccer 2016-ის ლიცენზირებული დამატება. მაისის დასაწყისში FourFourTwo-ის რედაქციამ ტურნირის სიმულირება მოაწყო. მაგალითად, ვირტუალურ ევრო 2016-ზე იტალიის ნაკრები ბოლო ადგილზე გავიდა, საუკეთესო ბომბარდირი კი შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა, რომელმაც სინამდვილეში ერთი გოლიც ვერ გაიტანა. ფინალური წყვილი კი საფრანგეთმა და უელსმა შეადგინეს, უელსელებმა მასპინძლებს გადამწყვეტი მატჩი 4:1 მოუგეს.
როგორც ცხადში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, შესაძლოა PES 2016-ის შედეგები წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს. მოგეხსენებათ, უელსი მოულოდნელად უკვე ნახევარფინალშია და არც თუ საუკეთესოდ მოთამაშე პორტუგალიას ხვდება. ასევე ნახევარფინალშია მშვენივრად მოთამაშე საფრანგეთი, რომელიც სულაც არ არის გამორიცხული ფინალში გავიდეს მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის თვით გერმანიის ნაკრებია გასავლელი.
შეგახსენებთ, ნახევარფინალები 6 და 7 ივლისაა, ფინალი – 10 ივლისს.